თავშესაფრების გაძლიერების შემთხვევაში ხდება შესაძლებელი ქუჩის ცხოველების სისტემატიური დახმარება და მათი თავშესაფარში განთავსება სანამ ახალი პატრონი გამოუჩნდება. თავშესაფრები გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ გადამოწმებადი და გაზომვადი დახმარება. ქუჩაში მყოფი მიუსაფარი ძაღლების დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავშესაფრების მხარდაჭერა უფრო თანმიმდევრულად და სანდოდ დოკუმენტირდება და შედეგების გაზომვაც შესაძლებელია, რათა თქვენი დონაცია იყოს გაზომვადი და ფაქტებით დადასტურებული.

უმეტესობა თავშესაფრების მუდმივ დეფიციტში მუშაობს და შემოწირულობებზეა დამოკიდებული. საკვები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგულარული ხარჯია. მაშინაც კი, როცა თავშესაფარს გარკვეული მხარდაჭერა აქვს, ის ხშირად არასტაბილურია. ჩვენი მიზანია შევქმნათ სტაბილური და გამჭვირვალე დახმარება და ამის მტკიცებულებაც საჯაროდ ვაჩვენოთ.

დიახ, ვეხმარებით ყველაფრით რითიც შეგვიძლია. ამ ეტაპზე უმეტეს ყურადღებას პარტნიორ თავშესაფრებზე ვამახვილებთ, რადგან ეს დახმარების მიწოდების ყველაზე სანდო და მარტივად გადამოწმებადი გზაა. მხოლოდ თავშესაფრების გაძლიერების გზით არის შესაძლებელი ქუჩის ცხოველების სისტემაში დამატება, რათა თქვენს მიერ განხორციელებული დონაცია იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე.

ჩვენ ვმუშაობთ მარტივი მოდელით: თქვენ აკეთებთ დონაციას — ჩვენ ვაწვდით დახმარებას — ვაქვეყნებთ მტკიცებულებას.

ყოველი მიწოდების შემდეგ ვაქვეყნებთ ფოტოებს, ჩაბარების დადასტურებას და მოკლე საჯარო ანგარიშს, სადაც ჩანს რეალურად მიწოდებული კილოგრამები.

1 ნუტრიონი არის RUFUS-ის საკვების საზომი ერთეული — დაახლოებით 150 გრამი მშრალი საკვები, რაც საშუალოდ შეესაბამება ერთ მცირე/საშუალო ზომის ძაღლის საკვების ნაწილს.

ეს რაოდენობა დაახლოებით 500–600 კკალ ენერგიას იძლევა, თუმცა ზუსტი კალორიულობა დამოკიდებულია საკვების ბრენდსა და შემადგენლობაზე.

ნუტრიონი არ არის ვეტერინარული კვების ნორმა — ეს არის გამჭვირვალე საზომი, რომ მარტივად ვაჩვენოთ, რამდენი საკვების მიწოდებაში მონაწილეობს თითოეული მხარდამჭერი.

დიახ. გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შემოთავაზება.

დამატებითი კითხვები?

კონტაქტი
Rufus