სანიჩკა-ს შესახებ
ტურისტებმა იპოვეს და ლისიზე დატოვეს დასთან და ძმასთან ერთად პატარა რომ იყო. ისინი დაიკარგნენ ეს გადარჩა. ულამაზესია, ძალიან ჭკვიანია,კილომეტრებს მოგზაურობს, ზოგჯერ იკარგება, მაგრამ ყოველთვის ცნობს ხალხს, ვინც ერთხელ მაინც მიფერებია და დახმარებია.
ეძებს ადამიანს, რომელთან ერთადაც ისეირნებს, დაისვენებს, სამყაროს შეისწავლის. დინჯია, მეგობრული და საოცრად დამჯერი. აგრესია ადამიანის მიმართ უბრალოდ არ აქვს. ყველაფერში ენდობა.
იქნებ თქვენი ოცნების ცუგაა. თქვენ უკვე ხართ მისი ოცნების ადამიანი.