მიკი

მიკი

✓ ხელმისაწვდომია ადოპციისთვის

საყვარელი მეგობარი, რომელიც უსაფრთხო და მზრუნველ ოჯახს ეძებს.

🐾 ასაკი 4 წლის
სქესი მამრი
🐾 ზომა საშუალო
📍 ადგილმდებარეობა ბათუმი

მიკი-ს შესახებ

**🐾 მიკი ეძებს ოჯახს 🐾**

მიკი 4 წლის ბიჭია, კასტრირებული და ვაქცინირებული. ძალიან ერთგული, ჭკვიანი და თავისი ადამიანების უსაზღვროდ მოყვარული ძაღლია.

ლეკვობაში მიატოვეს, თუმცა გადარჩა და წლებია ერთ ტერიტორიას იცავს. სამწუხაროდ, ახლა იქ ვეღარ დარჩება და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას.

მიკის სჭირდება პასუხისმგებლიანი ოჯახი, კერძო სახლი ან უსაფრთხოდ შემოღობილი ეზო, სადაც იქნება ოჯახის წევრი და არა უბრალოდ ეზოს ძაღლი. ახალ ადამიანებთან შეგუებას ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ნდობის მოპოვების შემდეგ საოცრად ერთგული მეგობარია.

❤️ მიკის მხოლოდ ერთი შანსი აქვს – იპოვოს თავისი ნამდვილი ოჯახი.

გაინტერესებს მიკი-ს აყვანა?

მოგვწერე და დაგეხმარებით შემდეგ ნაბიჯებში.

ძირითადი ინფორმაცია

ცხოველის სახეობაარ არის მითითებული
ასაკი4 წლის
სქესიმამრი
ზომასაშუალო
ჯიშიმეტისი
ადგილმდებარეობაბათუმი
💉
ვაქცინაცია კი
🛡️
პარაზიტებზე დამუშავება კი
სტერილიზაცია კი
ჩიპირება კი
საერთაშორისო პასპორტი კი
ანტისხეულების ანალიზი არა 3-თვიანი კარანტინის სტატუსით

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯანმრთელი

🐾

ეგუება

ძაღლებს, ზრდასრულებს